საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობენ. “აიატას” ექსპერტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს დაათვალიერებენ და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან. მომდევნო 6 თვის განმავლობაში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ. რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას 20-წლიან პერსპექტივაში.