ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ , - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ მძევლების ოჯახების წარმომადგენელი, ჰაიმ რუბინშტეინი ავრცელებს.
„მიუხედავად მძიმე კატასტროფისა, ომის კაბინეტიდან მძევლების ოჯახებთან არავის უსაუბრია, არავის აუხსნია, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდეგი კატასტროფა, არავის“, - განაცხადა ჰაიმ რუბინშტეინმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში სამი მძევალი შეცდომით მოკლეს.