მძევლების ოჯახების წარმომადგენელი - ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ - Palitra News

მძევლების ოჯახების წარმომადგენელი - ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ

2023-12-16 14:03:10+04:00

ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ , - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ მძევლების ოჯახების წარმომადგენელი, ჰაიმ რუბინშტეინი ავრცელებს.

„მიუხედავად მძიმე კატასტროფისა, ომის კაბინეტიდან მძევლების ოჯახებთან არავის უსაუბრია, არავის აუხსნია, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდეგი კატასტროფა, არავის“, - განაცხადა ჰაიმ რუბინშტეინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში სამი მძევალი შეცდომით მოკლეს.