უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 30 დრონი ჩამოაგდეს.
„სულ რუსების თავდასხმისას Shahed-136/131 ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, რომელიც მტერმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით გაუშვა“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
რუსების შეტევებს უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების მებრძოლები, ასევე, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები იგერიებდნენ.