რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, 16 დეკემბრის ღამეს, რუსები ხერსონს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
ქალაქზე თავდასხმის შედეგად 55 წლის მამაკაცმა დაზიანებები კიდურების არეში, ხოლო 51 წლის მამაკაცმა თავის არეში მიიღო. სტეპანივკას დასახლებაში სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა და ექიმი დაიჭრა.
პროკუდინის ინფორმაციით, რუსების შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.