უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. რუსეთის პატრიარქს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ასევე აგრესიული ომის წარმოება ედება ბრალად. პატრიარქი კირილი ცნობილია თავისი ანტიუკრაინული განცხადებებითა და სხვა ოდიოზური ხრიკებით, ის პუტინისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური მაღალჩინოსნების წრესთან დაახლოებული პირია, რომელიც უკრაინაში რუსეთს აგრესიას მხარს უჭერს.