ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერ დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში 3 ისრაელელი მძევალი შეცდომით მოკლეს. მისი თქმით, ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ძიებისა და გადამოწმებების დროს გარდაცვლილთა იდენტობებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდა. ცხედრები ისრაელის ტერიტორიაზე გადაასვენეს შემოწმებისთვის, რის შემდეგ დადასტურდა, რომ ისინი მძევლები იყვნენ. ჰაგარიმ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინციდენტის განხილვა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემების მიხედვით კი ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 64 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 57 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.