საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა. შოუს დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.