საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო - Palitra News

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

2023-12-16 11:36:53+04:00

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა. შოუს დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.