თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცეს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ყურადღებას ევროკომიის მიერ გაცემული 9 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე ამახვილებს და ქართულ ოცნებას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს.