აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
„ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა გელით მომავალში, როცა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენს კანონიერ ადგილს დაიკავებთ“, - წერს ბენ კარდინი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინასა და მოლდოვასთან კი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დაუჭირა მხარი.