ალი ალ-ქაჰუმი - აშშ-ისა და ისრაელის მუქარის მიუხედავად, ჰუსიტები პალესტინის მიზანს არ მიატოვებენ - Palitra News

ალი ალ-ქაჰუმი - აშშ-ისა და ისრაელის მუქარის მიუხედავად, ჰუსიტები პალესტინის მიზანს არ მიატოვებენ

2023-12-16 11:02:08+04:00

ჰუსიტები პალესტინის მიზანს არ მიატოვებენ , - ამის შესახებ ჰუსიტების დაჯგუფების პოლიტბიუროს წევრმა, ალი ალ-ქაჰუმმა განაცხადა.

„აშშ-ისა და ისრაელის მუქარის მიუხედავად, ჰუსიტები პალესიტინის მიზანს არ მიატოვებენ“, - განაცხადა ალი ალ-ქაჰუმმა.

ალ-ქაჰუმმა აღნიშნა, რომ დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებს და აშშ-ის ან დასავლეთის ნებისმიერ ქმედებას პასუხს გასცემს.

„იემენი საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციას საერთაშორისო კანონებისა და ნორმების შესაბამისად იცავს“, - აღნიშნა ალ-ქაჰუმმა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ჰუსიტები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ორ გემს დაესხნენ თავს.