პოლიტიკოსი, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თითოეული ქართველის სათქმელი გააჟღერა. ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმულ ისტორიულ სიტყვებს მნიშვნელობა 24 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს. ზურაბ ჟვანიას 60-ი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ჟვანია, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვა და ქვეყნისა და პარლამენტარიზმის წინაშე მის მიერ გაწეულ ღვაწლზე ვრცლად ისაუბრა.