სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ. მას შემდეგ, რაც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში ამ გადაწყვეტილების შესახებ დაწერა, ევროპელი ლიდერები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯზე საუბრობენ და იმის იმედს გამოთქვამენ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს, რათა საბოლოოდ ევროკავშირის წევრი გახდეს. აღნიშნულ საკითხს უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი, მიღებულ გადაწყვეტილებას საერთო გამარჯვებად მიიჩნევენ.