რა იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის სამომავლო გეგმა - იმის ფონზე, რომ ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 დათქმა კვლავაც შესასრულებელია, მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის ისევ უცნობია. აღნიშნული დათქმების შესრულების საჭიროებაზე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ.