დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მილოცვით გახსნა და მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნიც გაჟღერდა. ადგილზე ასევე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. როგორც პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე განათავსეს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ დროშები სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მაგიდებთან არა პარლამენტის აპარატმა, არამედ ფრაქციის წევრებმა თავადვე მიიტანეს.