კანდიდატის სტატუსის მიღება „ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიის მთავარ ოფისშიც იზეიმეს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაზე განაცხადა, ქართველი ხალხი ე.წ. „რუსულ პარტიასთან“ ბრძოლაში ანგარიშით 1:0 დაწინაურდა. მისივე თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროკავშირის დროშა პირველმა მიხეილ სააკაშვილმა აღმართა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი ხელისუფლების წარმომადგენლებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც კანდიდატის სტატუსს „ჩალის ფასს“ ადარებდნენ, დღეს სტატუსის მიღებას ზეიმობენ. ვაშაძემ სტატუსის მიღებას „ხალხის გამარჯვება“ უწოდა.