თბილისში, თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეკრებილ მოქალაქეებს მმართველი პარტიის ლიდერებმა - ირაკლი ღარიბაშვილმა, შალვა პაპუშვილმა, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ სიტყვით მიმართეს. მათ ქვეყნის მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსის მიღება „შიდა და გარე მტრებზე“ ხელისუფლების გამარჯვებად შეაფასა. გარდა ამისა, აღნიშნულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიც ისაუბრა- მან შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს ქართულ ენაზე მიმართა.