მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, პოლიტიკის ექსპერტები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეცვლის ეს გადაწყვეტილება რეგიონში არსებულ ვითარებას. სტატუსის მინიჭებამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოლოდინი კიდევ უფრო მეტად გააღრმავა. ექსპერტები საქართველოს ევროინტეგრაციაზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებენ და ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოზიტიურად აისახება როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, ისე მის სამეზობლოზე.