ევროკავშირის შექმნის პროცესი გასული საუკუნიდან დაიწყო და ევროატლანტიკური ალიანსის გაფართოება ამ დრომდე მიმდინარეობს. გაერთიანებული ევროპის იდეა პირველად მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა, როდესაც უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიები იყო საჭირო. გაერთიანებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა პირველად 1950-ი წლის 9 მაისიდან დაიწყო, როდესაც ევროპის ქვეყნებმა ერთი იდეის გარშემო გაერთიანება გადაწყვიტეს. როგორ და რა მიზნით შეიქმნა ევროკავშირი ამას ცარო კირვალიძის სიუჟეტში ნახავთ.