დასავლელი პარტნიორები ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავენ. შარლ მიშელის განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში მოლოცვას უერთდებიან დანარჩენი ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებიც ულოცავენ. კიდევ რომელი საერთაშორისო ლიდერი გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს, ამას ზუსტად 1 საათში მარიამ ბუკია მოგიყვებათ.