ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმაზე საუბარი აქტიურად დაიწყეს. იმის ფონზე, რომ ევროკომისიის 9-ა დათქმა კვლავაც შეუსრულებელია, საზოგადოებისთვის მთავრობის სამოქმედო გეგმა კვლავაც უცნობია. რაც შეეხება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას - იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები 9-ა დათქმის შესრულების საჭიროებაზე საუბრობენ. კიდევ რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატები, ამას მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.