ახალი ფურცელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში - საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროპულმა საბჭომ ასევე უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო. ევროკავშირი ბოსნიასთანაც დაიწყებს მოლაპარაკებებს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქვეყანა წევრობის კრიტერიუმის ხარისხს მიაღწევს.