საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას „ნაციონალური მოძრაობაც“ ზეიმობს, თუმცა პარტიის ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ზეიმს იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუკი მათი ღონისძიების შემდეგ, ამის დრო დარჩებათ. „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი კი მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ ზეიმზე მისვლას კატეგორიულად გამორიცხავს.