ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის მეორე დღე დაიწყო. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ევროგაერთიანების გაფართოების, უკრაინის მხარდაჭერის, გაერთიანების ბიუჯეტის, მიგრაციასა და სხვა საკითხებს განიხილავენ. ცოტა ხნის წინ 27-ი წევრი ქვეყნის ლიდერებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში შეიკრიბნენ და აღნიშნული საკითხების შესახებ იმსჯელეს.