დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარადგენს, განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია და „ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე ასე მტკიცედ არასდროს მდგარა“.