ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინაში ევროკავშირის მიერ მიღებული მძლავრი გადაწყვეტილებებითა და სხვა სიახლეებით დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეების გადაწყვეტილებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას უზრუნველჰყოფს. მანვე არგენტინაში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ურთიერთობებს ლათინური ამერიკის მთელ რეგიონთან იწყებს. ამასთან, ზელენსკიმ ვაშინგტონში მისი ვიზიტიც ახსენა და განაცხადა რომ კონგრესისგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს მომავალში ელის.