შარლ მიშელი ადასტურებს, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა. მისი განმარტებით, განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა. ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტის“ მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე მიგრაციის პროგრამების ხარჯებს და ევროკავშირის სოლიდარობის ფონდისა და თავდაცვის დაფინანსებას. მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მეგაპაკეტი“ არ იქნა უარყოფილი, არამედ მისი მიღება გადაიდო და ლიდერები შეთანხმდნენ საგანგებო სამიტზე, რომელიც ამ საკითხს დაეთმობა.