არასამთავრობო სექტორი საქართველოსთვის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება. ორგანიზაციაში „სამართლიანი არჩევნებისთვის“ აცხადებენ, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ევროპამ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ნინო დოლიძის განცხადებით 27 ქვეყნის ლიდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მზაობა, რომ საჭირო რეფორმების გატარების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. ფიქრობენ, რომ ჯერი ახლა საქართველოზეა და წევრობისთვის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.