ქართველ ხალხს კანდიდატი ქვეყნის სატუსის მინიჭებას ულოცავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს შედეგი ქართველი ხალხის დამსახურებაა და ყურადღებას ამახვილებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. საპარლამენტო ოპოზიციის უმეტესობა უერთდება იმ სახალხო ზეიმს, რომელიც თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების ინიცირებით გაიმართება. განსხვავებული პოზიცია პლატფორმა გამარჯვებისთვის წარმომადგენლება დააფიქსირეს.