ახალი ფურცელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში- საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროპულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს.