ჯოზეფ ბორელი - დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით - Palitra News

ჯოზეფ ბორელი - დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით

2023-12-15 12:45:48+04:00

ახალი ფურცელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში- საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროპულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს.