უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფა დაბლოკა.
„ღამის ცვლის შედეგები: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე. ევროპულ საბჭოში ამ საკითხს მომავალ წელს, შესაბამისი მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, - წერს ორბანი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავდა.