ვიქტორ ორბანი - ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე - ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით - Palitra News

ვიქტორ ორბანი - ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე - ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით

2023-12-15 10:06:04+04:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფა დაბლოკა.

„ღამის ცვლის შედეგები: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე. ევროპულ საბჭოში ამ საკითხს მომავალ წელს, შესაბამისი მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, - წერს ორბანი სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავდა.