ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, უნგრეთს კი მის მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია. უნგრეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ასეთ პირობებში მყოფ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება სრულიად უგონო, ირაციონალური და არასწორი გადაწყვეტილებაა და უნგრეთი საკუთარ პოზიციას არ შეიცვლის. ორბანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა 26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება. თუმცა მისი თქმით, უნგრეთს ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება არ სურს.