საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. მისი შეფასებით, ეს არის მანდატი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დარჩიაშვილის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის და ხელისუფლების დიდი გამარჯვება და დამსახურება იმ ძალისხმევის, რომელიც ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში გაწია.