"ქართული ოცნების" წევრები და უმრავლესობის დეპუტატები საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავენ. როგორც ისინი აღნიშნავენ ქვეყანამ სტატუსი დამსახურებულად მიიღო და კარგად გამოჩნდა, რომ საქართველო საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანაა. მათივე თქმით, ევროპულ გზაზე საქართველო წარმატებით შეუდგება ყველა რეფორმის გატარებას.