საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით დღეს დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. პრეზიდენტმა განმარტა,რომ ხალხთან ერთად იზეიმებს დღევანდელ დღეს. თუ ტრიბუნაზე მიიწვევენ, დადგება, თუ არადა ხალხში იქნება.