საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. ევროპულმა საბჭომ ასწევ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.