დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! - აღნიშნულით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებას ეხმაურება.
როგორც დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება.
"საქართველო, გილოცავ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე - ევროკავშირში გაწევრიანებამდე!", - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.