ფინეთი და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ავრცელებს. შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე არსებულ 15 ობიექტზე ექნება წვდომა, სადაც იგი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის განთავსებას შეუფერხებლად შეძლებს. ფინეთი აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 18 დეკემბერს მოაწერს ხელს. ფინეთი ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი 2023 წლის 4 აპრილს გახდა.