რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც კითხვებს უპასუხა. სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა არ იქნება, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ამჟამად 617 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობა დადგება მაშინ, როცა რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებს მიაღწევს.