სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა - Palitra News

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა

2023-12-14 19:22:28+04:00

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა. სამართალდამცველი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩადენილ 3 ძალადობრივ ეპიზოდშია მხილებული. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.