თბილისში შექმნილ გართულებულ სატრანსპორტო მოძრაობაზე დედაქალის მერი საუბრობს. კახა კალაძე ამბობს, რომ საცობები დედაქალაქის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომლის მიზეზი "ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა". მისი თქმით პიკის საათში ქალაქის ქუჩებში 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს. კალაძის განცხადებით არსებულ პრობლემას გუშინ, 13 დეკემბერს, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში მომხდარი 54 ავტოსაგზაო შემთხვევა დაემატა.