2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება ახალ პოლიტიკურ პარტიას იხილავს. ამჯერად, პოლიტიკური გუნდი ნიკა მელიას ირგვლივ ჩამოყალიბდება. როგორც ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა არჩევნების შემდეგ ის თანამშრომლობას ყველასთან განიხილავს, ვისთვისაც კეზერაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკური გეგმები მიუღებელია. ხელისუფლება ახალი პოლიტიკური პარტიის პერსპექტივებს სკეპტიკურად უყურებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიას გუნდს საარჩევნო პროცესებზე ზეგავლენა არ ექნება. მელიას პოლიტიკურ გეგმებზე ვრცლად 19 საათსა და 30 წუთზე ცარო კირვალიძე ისაუბრებს.