უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ოდესა დაბომბეს, დაშავებულია, სულ მცირე, 11 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულთაგან სამი ბავშვია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტრი შენობა დაზიანდა. მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 42 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 41-ის ჩამოგდება მოახერხა.