საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის რიგით მეცხრე ფორუმი ტარდება, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ გახსნა. ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ელექტრონული კომერციის რეგულირების, მონაცემთა დაცვის, მობილური ვირტუალური ოპერატორის, 5G ინტერნეტის, ასევე, ციფრული მმართველობისა და ციფრული წიგნიერების შესახებ სხვადასხვა საკითხები განიხილება. ღონისძიება მიზნად აღნიშნული მიმართულებით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და ადგილობრივი გამოწვევების იდენტიფიცირებას ისახავს.