პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობამ რეგიონებისთვის ახალი ავტობუსები შეიძინა. დღეიდან ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას 51 ახალი ავტობუსი მოემსახურება. პროექტი სულ 154 რვამეტრიანი ავტობუსის შეძენას ითვალისწინებს. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება.