გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ე.წ „აგენტების კანონის“ მსგავსი კანონის მიღებას აპირებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები გამოეხმაურნენ. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, ევროკავშირში დაინიცირებულ პროექტს არანაირი საერთო არ აქვს ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილ პროექტთან. მათი შეფასებით მმართველ პარტიას აღნიშნული პროექტი სხვადასხვა სფეროს კონტროლისთვის სურდა. მმართველი პარტია კი თავს იწონებს და აცხადებს, რომ მარტის თვეში მიმდინარე პროცესები ოპოზიციური პარტიების მხრიდან საზოგადოებისთვის არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ გამოიწვია.