2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება ახალ პოლიტიკურ პარტიას იხილავს. ამჯერად, პოლიტიკური გუნდი ნიკა მელიას ირგვლივ ჩამოყალიბება. როგორც ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა არჩევნების შემდეგ ის თანამშრომლობას განიხილავს ყველასთან, ვისთვისაც კეზერაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკური გეგმები მიუღებელია. ხელისუფლება ახალი პოლიტიკური პარტიის პერსპექტივებს სკეპტიკურად უყურებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიას გუნდს საარჩევნო პროცესებზე ზეგავლენა არ ექნება.